გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა - IRI

გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა - IRI

გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ ბოლო 12 თვეში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკვლევაში წერია.

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა.

კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.