პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ 20 ხმა ექნება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის „ქართულ ოცნებას“ „ევროპული საქართველოს“ 20 ხმა ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ევროპული საქართველოს“ 20 ხმა ექნება.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი არითმეტიკა შიგნით უნდა დაალაგოს. სრულიად დაუჯერებელია, როცა დღემდე ამბობენ, რომ ხმები არ ექნებათ. ჩვენი 20 ხმა ექნებათ“, – განაცხადა კაპანაძემ.

როგორც კაპანაძე ამბობს, გასაგებია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ცვლილებებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, სისტემა სწორედ იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ მორგებულია მაჟორიტარებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან.