აქციის მე-20 დღე - რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა

აქციის მე-20 დღე - რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო მოწოდებებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განახლდა.

პროტესტის მე-20 დღეს გუშინდელისგან განსხვავებით აქცია პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონის და ავტობუსების ბარიკადების გარეშე, კონტრაქციის გარეშე იმართება. დემონსტრანტებს ამ წუთებში აქციის ორგანიზატორები მიმართავენ და ჯერჯერობით, გუშინდელი მოვლენების შეჯამება ხდება.

ადგილზე არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი არ არის.

დემონსტრანტები პარლამენტის წინ კიბეებზე და ტროტუარზე არიან განლაგებული.