გერმანიის ელჩი 20 ივნიის პარლამენტთან მის ყოფნას ადასტურებს

გერმანიის ელჩი 20 ივნიის პარლამენტთან მის ყოფნას ადასტურებს

20 ივნისის საღამოს პარლამენტთან ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომლითაც შს გიორგი გახარიას მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე.

რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად”,- განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში მასთან ერთად ელჩებიც იმყოფებოდნენ.