ლიბიის სანაპიროსთან ზღვამ 20 ადამიანის ცხედარი გამორიყა

ლიბიის სანაპიროსთან ზღვამ 20 ადამიანის ცხედარი გამორიყა

ლიბიის სანაპიროსთან ზღვამ 20 ადამიანის ცხედარი გამორიყა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მიგრანტები არიან, რომელთა ნავიც გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა.

ჯამში ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება კიდევ 80-მდე ადამიანი.

ლიბიის სანაპირო დაცვამ და ადგილობრივმა მეთევზეებმა 134 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.