„ლარის კურსის რყევა 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა“ - ეკომონიკის მინისტრი

„ლარის კურსის რყევა 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა“ - ეკომონიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი 20 ივნისის მოვლენებია.

„ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი - ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ეკონომიკა იზრდება, საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული მიზეზი ეკონომიკაში არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია რეალურად, ლარის კურსის რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტზე შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში, ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.