სროლა ტეხასში - დაღუპულია 20 ადამიანი

სროლა ტეხასში - დაღუპულია 20 ადამიანი

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში, ჰიპერმარკეტში თავდასხმა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 26 ადამიანი. ინფორმაციას, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, „სიენენი“ ავრცელებს.

გარდაცვლილთა და დაჭრილთა შორის მექსიკის მოქალაქეებიც არიან. 

მედიის ცნობით,  სავაჭრო ცენტრში 21 წლის პატრიკ კრუსიუსი შეიჭრა და იქ მყოფებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი დაკავებულია.