არასრულწლოვნებმა ​მაღაზიიდან 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს

არასრულწლოვნებმა ​მაღაზიიდან 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს

დაახლოებით 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს არასრულწლოვნებმა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან. ქურდობის ფაქტი ღამით მოხდა.

„წაღებულია 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. უკვე დაიწყო გამოძიება. მაღაზიასთან ახლოს სამი სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებმაც დააფიქსირა ქურდობის ფაქტი. სავარაუდოდ სამი არასრულწლოვანი იყო. მათ ჩალეწეს მაღაზიის ვიტრაჟი და ისე წაიღეს ნივთები“, – აცხადებს მაღაზიის მეპატრონე ფატმან თურმანიძე.