„აბსურდულ ვითარებასთან გვაქვს საქმე" - ანა დოლიძე აქციის დაშლის საქმეზე

„აბსურდულ ვითარებასთან გვაქვს საქმე" - ანა დოლიძე აქციის დაშლის საქმეზე

„ეს არის სრულიად გაუგონარი და მართლაც, სამარცხვინო ვითარება, როდესაც მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ მისივე უწყება დანაშაულებს იძიებს, სადაც შეიძლება იყოს თავად მინისტრის პასუხისმგებლობა, სრულიად აბსურდულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაწყებული გამოძიების მიმართ ობიექტურობის თაობაზე კითხვები მუდმივად იქნება, მიზეზი კი ისაა, რომ მიმდინარე გამოძიების პირობებში გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს.