როგორია აქციაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

როგორია აქციაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულ 46 წლის მამაკაცს კარგი დინამიკა აქვს და კლინიკას მალე დატოვებს, თუმცა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება.

„ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება, რომლებიც ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან. ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. რაც შეეხება 46 წლის მამაკაცს, ტყვიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამ საკითხზე პასუხს გამოძიება გაგცემთ”, – აცხადებს ტიკარაძე.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას მხოლოდ ოთხი პაციენტი განაგრძობს, რომელთა მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.