მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს

დღეს მოსკოვის მერიასთან გამართულ თავისუფალი არჩევნების მხარდასაჭერ აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, პოლიციამ რაციით გადასცა, რომ დაეკავებინათ ყველა ვინც საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციას ტელეფონით გადაიღებდა. ძალოვნებმა ხელკეტები გამოიყენეს. 

მოსკოვის მერიასთან აქცია რუსეთის დუმის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა დაგეგმეს, რომლებიც არჩევნებზე რეგისტრაციისთვის იბრძვიან. აქციის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. მათ შორის ილია იაშინი, დიმიტრი გუდკოვი, ივან ჟდანოვი და იულია გლამინა. 

დამოუკიდებელი კანდიდატების სახლები 25 ივლისს გაჩხრიკეს. რუსეთის ფედერაციის კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლის მოტივით.