გიორგი ტაბიძე -  2018 წელი მოვლენები  2019 წელი გასაკეთებელი 

გიორგი ტაბიძე -  2018 წელი მოვლენები  2019 წელი გასაკეთებელი 

გიორგი ტაბიძე - 
2018 წელი მოვლენები 
2019 წელი გასაკეთებელი 

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი (1918 წლის 26 მაისი) გავიდა, მისი აღნიშვნა წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თუმცა არა სათანადო გაპიარებით; 

მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი - დღემდე საქმე არასათანადოდაა გამოძიებელი, ოჯახი მკვლელობაში სუს-ის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს; 

ოკუპანტებმა წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი - მოგვიანებით ოპოზიციის მოთხოვნით შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“; 

მინდელის მაღაროში მოხდა ტრაგედია - მაღაროებში უსაფრთხოება კვლავ არაა დაცული; 

თბილისის ღამის კლუბებში ჩაატარეს სპეცოპერაცია, რასაც მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები,. ასპარეზზე გამოჩნდნენ გაურკვეველი წარმომავლობის დაჯგუფებები, მთლიანობაში ყველაფერი პოლიტიკურ სპექტაკლს ჰგავდა; 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიუსაჯეს 9 წლიანი პატიმრობა - ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. ეკლესიაში დაიწყო ერთგვარი განხეთქილება; 

ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, რასაც თბილისში მრავალათასიანი აქცია და მთავარი პროკურორის გადადგომა მოჰყვა. საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება, ასევე, დღემდე უცნობია, ვინ მოკლა მოზარდი დათუნა სარალიძე; 

კვირიკაშვილი გადადგა, ბახტაძე მოიყვანეს - პრემიერების გადანაცვლებით არაფერი არ შეცვლილა, მმართველ გუნდში გამოიკვეთა დაპირისპირების ნიშნები; 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მმართველი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა, მან განაცხადა რომ ქვეყანაში ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და ახლა მთავარი, პარტიაში არსებულ კრიზისის დალაგებაა; 

პარლამენტის უმრავლესობიდან გარიცხეს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე; 


პარლამენტში შეიქმნა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია - ამ დადებით მოვლენას არ მოჰყოლია სამართალდამცავი ორგანოებისგან შესაბამისი რეაგირება და რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული; 

საქართველოში ამერიკული ოჯახის, სმიტების საზარელი მკვლელობა მოხდა; 

საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანას მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა - გადაწყვეტილებას ჯაჭვურად მოჰყვა, ხელისუფლების სურვილი მარიხუანას პლანტაციები გაეშენებინა, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა; 

ყველასთვის მოულოდნელად გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, გამოიკვეთა სიმპტომები, სრული პოლიტიკური კონტროლი აეღო სასამართლო სისტემაზე; 

ომეგა ჯგუფის საქმეზე აგორდა სკანდალი, სადაც გამოიკვეთა ხელისუფლების და ბანკის უკანონო ქმედება. საქმეს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო იძიებს; 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანის სტატუსით წარსდგა; 


მთავრობის გადაწყვეტილებით პრობლემური სესხების განულებისთვის პროგრამა დაიწყო ; 

საქართველოში რიგით მეხუთე საპრეზიდენტი არჩევნებში, პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი, რასაც დასჭირდა მეორე ტურის გამართვა. პოლიტიკურ გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა ეს არჩევნები ყოველმხრივ გამოირჩეოდა დაძაბულობით, ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანიით, ფიზიკური დაპირისპირებით და საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფითი შეფასებით; 

ბუტა რობაქიძის საქმის, მრავალწლიანი, გაწელილი სასამართლო პროცესი, როგორც იქნა დასრულდა, დაპატიმრებულია ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი; 

უვადო მოსამართლედ აირჩიეს წინა და არსებული ხელისუფლების დროინდელი ოდიოზური მოსამართლე ლევან მურუსიძე; 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა არ სცნო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. წლის განმავლობაში, ეკლესიაში დაპირისპირება მრავალი კუთხით წარმოჩინდა. 

ესაა წლის, ძირითადი, მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალი. ზოგიერთ "ექსპერტს", ფეისბუქ ფეიქ-შვეიკს თუ ტვინნაღრძობ პროპაგანდისტს ვისაც პოლიტიკა ციფრების დათვლა ჰგონია, შეუძლია კალკულატორი მოიმარჯვოს და პროცენტულად დაიანგარიშოს რა იყო პოზიტივი, რა ნეგატივი და რა არ გაკეთდა. 

ფაქტია, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ყველა სფეროში ჩავარდნაა, საბჭოთა მენტალიტეტმა მოუშუშებელი დაღი დაასვა სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ქვეყანას არ გააჩნია არც შიდა არც გარე სტრატეგია-მიზანი. მიზნის მიღწევას კი ეროვნული სულისკვეთება და კომპეტენცია სჭირდება. ქართულ პოლიტიკაში, რენეგატ-დეგენერატების სიმრავლე შემაშფოთებელია, ხელისუფლებაში კი პოლიტიკა თითზე ჩამოსათვლელს ესმის, მართვა კიდევ ნაკლებს. 

ექვსი წლის მანძილზე საზოგადოებას პოლიტიკოსები და პარტიები ალანძღინეს, გვიკიჟინეს რომ პოლიტიკა მენეჯერების საქმეა, შუა გაკრიფეს. შედეგად, აღმოსავლური ყაიდის, ფასადური დემოკრატიით შენიღბული, აბსურდული მართვის ფორმა მივიღეთ - სამარცხვინო "ერთგულების"პარლამენტი, რეალობას მოწყვეტილი მინისტრები, პოლიტიზირებული მოსამართლეები, უსამართლო სამართალი და ორი საქართველოს სინდრომი. 

რას მოვითხოვდი 2019 წელს! 

1. შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა; 
2. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები(რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ვეთანხმები) ჩატარდეს პროპორციული ან რეგიონალურ-პროპორციული სისტემით; 
3. ჩატარდეს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირება; 
4. გამოძიებულ იქნას 1991-1992 წ.წ. სახელმწიფო გადატრიალება და მიეცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება; 
5.გამოძიებულ იქნეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე; 
6. ხელისუფლებამ მიიღოს ლუსტრაციის კანონი; 
7.კანონით დაცული იქნეს ნებისმიერი სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია; 
8. კანონით დაცულ იქნას მასმედია ნებისმიერი სახის ზეწოლისგან; 
9.ბიზნესს მიეცეს მეტი განვითარების საშუალება, ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა; 
10. გამოძიებულ იქნას ყველა რეზონანსული საქმე და აღდგეს სამართლიანობა; 
11. ძირეულად მოხდეს  ჩამყაყებული სისტემის დემონტაჟი;
12. განათლების სისტემა ე.წ. გერმანულ მოდელზე გადავიდეს