შვედურმა აკადემიამ 2018 და 2019 წლების ლიტერატურაში ნობელიის პრემიის ლაურეატები გამოაცხადა

შვედურმა აკადემიამ 2018 და 2019 წლების ლიტერატურაში ნობელიის პრემიის ლაურეატები გამოაცხადა

შვედურმა აკადემიამ 2018 და 2019 წლების ლიტერატურაში ნობელიის პრემიის ლაურეატები გამოაცხადა.

აკადემიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ლაურეატი პოლონელი ავტორი ოლგა ტოკარჩუკი გახდა, ხოლო 2019 წლის პრიზი ავსტრიელ ავტორს, პიტერ ჰანდკეს ერგო.

წინა წელს აკადემიას არ გაუცია ნობელის პრემია ლიტერატურაში. ამის მიზეზი იყო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალი – ჟან კლოდ არნოლტი, შვედი მსახიობი, რომელიც აკადემიის დასახმარებელ ფინანსურ ცენტრს ხელმძღვანელობს. არნოლტი აკადემიის სხვა წევრის, პოეტ კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა. 2016 წელს გაზეთმა „Dagens Nyheter“-მა დაწერა, რომ 18 ქალი არნოლტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, არნოლტს აკადემიის წესების დარღვევაშიც ადანაშაულებენ – შვედური მედია წერს, რომ არნოლტი გამარჯვებული ლაურატების ვინაობას ოფიციალურ გამოცხადებამდე ამჟღავნებდა.

აკადემიის დროებითმა მდივანმა ანდრეს ოლსონმა თქვა, რომ ორგანიზაციას შემდეგი ლაურეატის არჩევამდე საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა სჭირდებოდა. პრემიის გაცემის გადავადება, მისი თქმით, გამოწვეული იყო „წინა და მომავალი ლაურეატების, ნობელის ფონდის და საზოგადოების პატივისცემით“.