ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავენ

ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავენ

ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს ნაკრები რაგბი მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა, ავსტრალია-მეექვსეზე.

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე გამართული სამი მატჩიდან ერთი, ურუგვაისთან მოიგეს, ორ შეხვედრაში კი, უელსსა და ფიჯისთან დამარცხდნენ. ავსტრალიის ნაკრები, რომელმაც პირველი მატჩი უელსთან წააგო, შემდეგ კი ფიჯისთან და ურუგვაისთან მოიგო, 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ, საერთაშორისო კარიერას რამდენიმე ვეტერანი მორაგბე დაასრულებს. მათ შორის არის მამუკა გორგოძე.