დღეს „ქართული ოცნება“  „პროპორციული არჩევნები 2020-ის” პრეზენტაციას გამართავს

დღეს „ქართული ოცნება“ „პროპორციული არჩევნები 2020-ის” პრეზენტაციას გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, საკონსტიტუციო ინიციატივის "პროპოციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას გამართავს.

პოლიტიკური გაერთიანება პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უკვე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში.