მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში 32 გუნდი ითამაშებს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში 32 გუნდი ითამაშებს

მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც 2022 წელს ყატარში გაიმართება, 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია.

როგორც ცნობილია, ფიფა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებთან ერთად განიხილავდა ტურნირის ფორმატის 48 გუნდამდე გაფართოების იდეას.

იმის გამო, რომ 2022 წლის ჩემპიონატი ახლოვდება და მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს,  მიიღეს გადაწყვეტილება – უარი ეთქვათ გაფართოებაზე. მსოფლიოს ჩემპიონატი 48 ნაკრებით 2026 წელს ჩატარდება.

შეგახსენებთ, ყატარში მუნდიალი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება