საქართველომ 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

საქართველომ 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის სახეობებში 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა. ეს სიახლე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლისის ტბაზე გააჟღერა, სადაც „ევრობასკეტის“ მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიება იმართებოდა:     

„გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენ გვაქვს მიზნად 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება დედამიწაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებებულები და რაც ყველაზე მთავარია, მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ქართულ საზოგადოებას, როდესაც ქართველი არის ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად, მხარდამხარ, ჩვენ ყოველთვის აუცილებლად გავიმარჯვებთ“