
„ქართული ოცნება“ – 17%, „ენმ" – 14%, "ევროპული საქართველო" 4% - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტი - 37% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას.
ქართულ ოცნებას პირველ არჩევანად 17% ასახელებს (1% მეორე არჩევანად), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 14% (მეორე არჩევანად 2%). ევროპულ საქართველოს მოსახლეობის 4% ირჩევს (მეორე არჩევანად 4%), პატრიოტთა ალიანსს კი 3-3% აქვს ორივე გრაფაში.
მოსახლეობის 26% ამბობს, რომ მეორე არჩევანი საერთოდ არ აქვს, ხოლო 2%-მა არ იცის, ვინ იქნებოდა მისი მეორე არჩევანი. არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 16%, სხვა პარტიას - 6% (მეორე არჩევანად - 5%). 12% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.
ამასთან, კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა, ვის მისცემთ ხმას?", 60% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ეს მაშინ, როდესაც ანალოგიურ კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში 10%-ით ნაკლები, 50% ამბობდა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი.
გადაწყვეტილი ამომრჩევლების რაოდენობა 35%-ია, ხოლო დანარჩენმა 5%-მა არ იცის.
ასევე, კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?", 65% ამბობს, რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 35% კი - არ მიიღებდა