ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი ბრიტანეთში 22-ე ბავშვს ელოდება

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი ბრიტანეთში 22-ე ბავშვს ელოდება

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი ბრიტანეთში 22-ე შვილს ელოდება. 44 წლის სიუზი რედფორდმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მალე მათ კიდევ ერთი პატარა რედფორდი გაუჩნდებათ. 

რედფორდების ოჯახში უკვე 21 ბავშვია - 11 გოგო და 10 ბიჭი.

პირველი შვილი 1989 წელს დაიბადა, როდესაც დედა ჯერ კიდევ 14 წლის იყო, ხოლო 21-ე ბავშვი მხოლოდ 1 წლისაა.

სიუზი რედფორდი ამბობს, რომ ყველზე რთული და ხანგრძლივი ბავშვები ბანაობის პროცესია, რომელიც 18:00 საათზე იწყება და 21:00 საათამდე გრძელდება. მის მეუღლეს საკუთარი საცხობი აქვს. ამის გარდა, ოჯახს დანიშნული აქვს შემწეობა – კვირაში 170 გირვანქა სტერლინგი.

ოჯახს youtube-ზე საკუთარი არხი აქვს, რომელსაც ყოველდღე ანახლებენ.