რუსეთმა იდლიბის პროვინციაში 25 ავიადარტყმა განახორციელა, მათ შორის საბავშვო საავადმყოფოზე

რუსეთმა იდლიბის პროვინციაში 25 ავიადარტყმა განახორციელა, მათ შორის საბავშვო საავადმყოფოზე

რუსმა სამხედროებმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში 25 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს.

დამკვირვებლებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ამასთან, Anadolu წერს, რომ დასახლებულ პუნქტებზე მიტანილ იერიშებს, სულ მცირე, 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, სულ მცირე 10 დაშავდა.

გარდა ამისა, „ანადოლუს“ ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, რუსეთის ავიაციამ საბავშვო საავადმყოფო დაბომბა, რომლის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა.

უკანასკნელი კვირის განმავლობაში რუსეთის ავიაციის იერიშებს 20 სამოქალაქო პირი შეეწირა.