საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას აბიტურიენტები 26 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას აბიტურიენტები 26 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 2019 წლის აბიტურიენტები 26 აგვისტოს 18:00 საათამდე შეძლებენ – აღნიშნული ინფორმაცია დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გაავრცელა.

აბიტურიენტები ამ დრომე ღელავდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების გასაკეთებლად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი რეკორდულად გვიან გამოქვეყნდა, ხოლო აპლიკანტებს პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის 18:00 საათამდე უნდა ჰქონოდათ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადები გადაწიეს. როგორც საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, ეს ცვლილება არასამუშაო დღეების გამო მოხდა.

“ეს, ალბათ, მოხდა იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ არასამუშაო დღეებია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. დღეს, შაბათ-კვირას და 26 აგვისტოს 18:00-საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთ გვერდს ეწვიონ და იქვე განახორციელონ ეს ცვლილებები და შევახსენებ, რომ აუცილებლად უნდა დააჭიროთ დამახსოვრების ღილაკს, რომ ცვლილება აისახოს”, – აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მაია გაბუნია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.