ბერლინელებმა ტრამპს ბერლინის კედლის 2,7-ტონიანი ნაწილი გაუგზავნეს

ბერლინელებმა ტრამპს ბერლინის კედლის 2,7-ტონიანი ნაწილი გაუგზავნეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის თავზე ბერლინელებმა საჩუქრად კედლის 2,7-ტონიანი ფრაგმენტი გაუგზავნეს.

"გვინდა, რომ ბერლინის დანგრეული კედლის ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაგმენტით გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა აშშ-ს პოლიტიკისადმი, რომელიც კედლების გარეშე სამყაროს გულისხმობს", - ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს "ბერლინის მოქალაქეები" აწერენ, -"გერმანია ისევ გაერთიანებულია და ბერლინში მხოლოდ რამდენიმე ნაწილი გვახსენებს, რომ ვერც ერთი კედელი ვერ ძლებს სამუდამოდ".