აშშ-ში  კომპანიის ხელმძღვანელების  შემოსავლები, მათივე თანამშრომლებისას 278-ჯერ აღემატება

აშშ-ში კომპანიის ხელმძღვანელების შემოსავლები, მათივე თანამშრომლებისას 278-ჯერ აღემატება

2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების 350 უმსხვილესი კომპანიის გენერალურმა დირექტორებმა და მმართველებმა,საშუალოდ 17,2მილიონი დოლარის  შემოსავალი მიიღეს. თანხა 278-ჯერ აღემატება მათსავე  საშუალო სტატისტიკური თანამშრომლის შემოსავალს.

1978 წლიდან დღემდე ,აშშ-ში გენერალური დირექტორების ხელფასები თითქმის 1000 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ თანამშრომელთა ხელფასების ზრდის მაჩვენებელი 40 წლის მანძილზე -12 პროცენტსაც კი არ აღწევს.