თურქეთ-სირიის საზღვართან აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთ-სირიის საზღვართან აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სირიის საზღვართან აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საქმე ტერორიზმს ეხებოდეს.

„ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ავტომობილში სირიელები ისხდნენ. პირველადი მონაცემებით შესაძლოა საქმე გვქონდეს ტერორიზმთან“, – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, მანქანაში მყოფი ერთ-ერთი სირიელი თვითმკვლელი ტერორისტი იყო და სწორედ მან აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა. თურქული მედიის ინფორმაცით შესაძლოა ტერორისტს ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდა კავშირი.