ქობულეთში ავარიისას დაშავებული 3 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა

ქობულეთში ავარიისას დაშავებული 3 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა

ქობულეთში მომხდარი ავარიისას დაშავებული 3 წლის ბავშვი ქუთაისის კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ექიმებს მისი თბილისში გადმოყვანა სურდათ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. ავარიის დროს დაშავდა გოგონას 5 წლის ძმაც, რომლის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ქობულეთის კლინიკაში ამ დრომდე 7 პაციენტი რჩება. სამ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, დანარჩენი ოთხის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეწგახსენებთ, რომ ბათუმი- ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.