პორტუგალიაში ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი  დააკავეს

პორტუგალიაში ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს

პორტუგალიის პოლიციამ 3 ქართველი დააკავა, რომლებიც ქვეყანაში 5 თვის წინ ჩავიდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი გრანდ პორტოს რეგიონში სახლებს ქურდავდნენ, საიდანაც ძირითადად ფული, ოქრო და ძვირფასეულობა მიჰქონდათ.

ნოვა დე გაიაში აღმოჩენილია ოფისიც სადაც დამნაშავეები მაღალი უსაფრთოების საკეტების გაღებაზე ვარჯიშობდნენ.

ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები პორტოს პოლიციამ დააკავა.