პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ამ ეტაპისთვის ბავშვი პალატაშია გადაყვანილი. ბავშვს, კლინიკიდან, სავარაუდოდ,ხვალ გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში,  პეკინის გამზირზე  მცირეწლოვანს  ბასრი საგნით უცნობმა ქალმა სახეზე დაზიანებები მიაყენა. ბავშვი  მშობლებთან ერთად იმყოფებოდა,  როდესაც  თავდასხმა  მოხდა. თავდამსხმელი ქალი ადგილიდან მიიმალა. 

შსს-მ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი დღეს და­აკავა.