ქალმა, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავში დაჭრა, ამბობს, რომ  არაფერი არ ახსოვს

ქალმა, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავში დაჭრა, ამბობს, რომ არაფერი არ ახსოვს

პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის, ალექსი გაბუნიას განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მას არაფერი ახსოვს.

„მე ვესაუბრე დაკავებულს და არაფერი არ ახსოვს. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და მკურნალობს ახლაც. საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს და გამოძიების პროცესში გაირკვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტიზა დიდი ალბათობით ჩატარდება. დიდი ხანია, მას ეს პრობლემა აქვს, დაახლოებით რამდენიმე ათეული წელია მკურნალობდა. ის იწვა ადრე სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ბოლოს 2017 წელს იწვა ფსიქიკური პრევენციის ცენტრში რამდენიმე დღე და აქვს დანიშნული პრეპარატები. მე პირველად შევხვდი დღეს პატიმარს და ათი წუთი ვესაუბრე. მე ვერ გეტყვით ახლა რას განიცდის, მას არ ახსოვს არაფერი. ის ამბობს, რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი რა ხდებაო, ის ახლა ძაან მოდუნებულია. წამლებს ახლა ვერ იღებს, მას თან არა აქვს წამლები“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში, ორ დღის წინ პეკინის გამზირზე ქალმა მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.