პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 3-23 მარცხდება

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 3-23 მარცხდება

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობისდინამო არენაზედასრულდა პირველი ტაიმი სარაგბო მატჩისა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები ხვდებიან.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრების უპირატესობით დაიწყო და ისინი მე-6 წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად დაწინაურდნენ – 3-0. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

ქართველი მორაგბეები მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ, მეტოქის ნახევარზე მოახერხეს თამაშის გადატანა და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს.

თუმცა, ანგარიში 32- წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის უფლება მიიღო და სოსო მატიაშვილმა ბორჯღალოსნებს პირველი სამი ქულა მოუტანა – 3-20.

ამის შემდეგ, ტაიმის მიწურულს, შოტლანდიელებმა ერთი ჯარიმაც გაიტანეს და პირველი ნახევარი 3-23 დასრულდა სტუმართა სასარგებლოდ.