მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ბორითში იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც კოსტავა 1989 წელის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა.

მათ მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. „'კონსერვატიული პარტია“ წლების განმავლობაში პატივს მიაგებს ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს და ბორითში მერაბ კოსტავას განვლილ გზას თანამებრძოლებთან ერთად იხსენიებს.

მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წელს თბილისში, ის იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. ასევე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.