ანტარქტიდას 315-მილიარდ ტონიანი აისბერგი მოწყდა

ანტარქტიდას 315-მილიარდ ტონიანი აისბერგი მოწყდა

აღმოსავლეთ ანტარქტიდას ეიმერის ყინულოვანი შელფიდან ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი აისბერგი მოწყდა.

აისბერგის ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრია და დაახლოებით 315 მილიარდ ტონას იწონის.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ აისბერგის გადაადგილებს საგულდაგულოდ დააკვირდებიან, რადგან ყინულის ასეთმა მასამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოკეანეში გასულ გემებს.