ახალქალაქში ფერმა დააყაჩაღეს და 32 სული რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს

ახალქალაქში ფერმა დააყაჩაღეს და 32 სული რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს

ახალქალაქის სოფელ კარწახში, ფერმის დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს. ინფორმაციას ადგილობრივი რადიო NOR ავრცელებს.

გამტაცებლები ფერმაში, ღამის 01:00 საათზე შეიჭრნენ. მოკლეს ძაღლი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის წევრს სარქის გასპარიანს და 32 სული მსხვილფეხა პირუტყვი თურქეთის საზღვრისკენ წაიყვანეს.

გასპარიანის განცხადებით, მან მხოლოდ 3 თავდამსხმელი დაინახა, თუმცა, როგორც ამბობს, შესაძლოა ისინი მეტნი იყვნენ.

მესაზღვრეებმა პირუტყვი საზღვრის გადაკვეთამდე დააბრუნეს, გამტაცებლებმა მიმალვა მოახერხეს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას, სხვისი ნივთის ძალის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას