ქართველმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33:7 დაამარცხეს

ქართველმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33:7 დაამარცხეს

მსოფლიო თასის მეორე ტურის მატჩში ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33:7 დაამარცხა.

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. თითო დადებული ლელო სანდრო თოდუას, ოთარ გიორგაძის, ლევან ჩილაჩავას, ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი კვესელაძის ანგარიშზეა, თედო აბჟანდაძემ კი 5-დან 4 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულის მოპოვება შეძლო. 2 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 ქულაა.

23 სექტემბერს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის პირველი შეხვედრა უელსის ნაკრებთან ანგარიშით 14:43 დათმეს.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა, ურუგვაის და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა. მესამე ტურში 3 ოქტომბერს ქართველი მორაგბეები ფიჯის ნაკრებს, მეოთხე ტურში კი 11 ოქტომბერს ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.