სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე ვიეტნამში 8 ადამიანი დააკავეს

სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე ვიეტნამში 8 ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 ადამიანის გარდაცვალებასთან კავშირის ბრალდებით ვიეტნამის პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.

23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა.

1-ელ ნოემბერს ამავე საქმეზე დუბლინში 23 წლის იმონ ჰარისონი დააკავეს. მას ბრალად 39 ადამიანის მკვლელობა, ადამიანებით ვაჭრობა და არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ედება. 

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39-ვე ადამიანი ვიეტნამელია.