პატრიარქის 4 ბრძანება ქვეყნდება

პატრიარქის 4 ბრძანება ქვეყნდება

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ილია მეორის ბრძანებულების 4 ოქმი ქვეყნდება:

ერთ-ერთი ბრძანების მიხედვით, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ასევე არის ბრძანების ოქმი, რის მიხედვითაც ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიაში ჩაანაცვლა.

ერთ-ერთი ბრძანების მიხედვით კი, რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრეს გათავისუფლების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.