მამაკაცის მკვლელობაზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი

მამაკაცის მკვლელობაზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 4 პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი.

კობაიძის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ინტერესებს თავად იცავს. ადვოკატის განმარტებით, გეთაშვილს, რომელიც მოკლულის მეგობარია, გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით, გეთაშვილს ბრალს სავარაუდოდ, პროკურატურა დღეს წაუყენებს, სასამართლო პროცესი კი სამშაბათს ჩატარდება.

36 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი პირველი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდაცვლილი დავით მუმლაძეა.