გვარამიას გირაოს სახით  40 ათასი ლარი დაეკისრა და აეკრძალა ქვეყნის უნებართვოდ დატოვება

გვარამიას გირაოს სახით 40 ათასი ლარი დაეკისრა და აეკრძალა ქვეყნის უნებართვოდ დატოვება

რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 40 ათასი ლარის  შეუფარდა. ასევე, ბრალდებულს აეკრძალა საგამოძიებო უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა მრავალსაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 10 აგვისტოს გამოიტანა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მანამდე პროცესის მსვლელობის დროსრუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, პროკურორები იყვნენ "აგრესიულები და მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია".

ამასთან, გვარამიამ მათმატყუარები" უწოდა.

რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 220- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ასევე დაასახელა წინასასამართლო პირველის სხდომის თარიღი - 30 სექტემბერი.

სასამართლოს დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ "ზედმეტად სამარცხვინო გადაწყვეტილება" უწოდა მოსამართლის ვერდიქტს და კვლავ გაიმეორა, რომ "არ აპირებს გირაოს გადახდას".