იემენში, სეპარატისტებთან შეტაკებაში  40 ადამიანი დაიღუპა

იემენში, სეპარატისტებთან შეტაკებაში 40 ადამიანი დაიღუპა

იემენის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ადენში ბოლო დღეებში დაწყებულ შეტაკებებში სულ მცირე 40 კაცი დაიღუპა, ხოლო 260 ადამიანი დაიჭრა.

ასეთია გაეროს წინასწარი მონაცემები. სააგენტოასოშიეტედ პრესითავის წყაროებზე დაყრდნობით 70 დახოცილზე იუწყება.

ქალაქში შეტაკებები  8 აგვისტოდან დაიწყო, როდესაც ქალაქის გარკვეული ნაწილი .. სეპარატისტულისამხრეთის გარდამავალი საბჭოსშეიარაღებულმა ჯგუფებმა დაიკავეს. ისინი  იემენის სამხრეთი ტერიტორიების გამოყოფას ესწრაფვიან ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიიდან.

ადენი წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული იემენის დროებითი მთავრობის რეზიდენციას. დედაქალაქ სანუს  ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების რაზმები აკონტროლებენ. ქვეყანაში რამდენიმე წელია გრძელდება ომი სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის. საუდის არაბეთმა, რომელიც დროებით მთავრობას უჭერს მხარს, კვირას განახორციელა დარტყმა ადენში გამაგრებული სეპარატისტების პოზიციებზე და იმუქრებიან უფრო მასშტაბური იერიშებით, თუ ისინი არ დატოვებენ დაკავებულ ტერიტორიებს.