ქართველმა მხატვარმა პუტინის პორტრეტი 400 ათას ევროდ გაყიდა

ქართველმა მხატვარმა პუტინის პორტრეტი 400 ათას ევროდ გაყიდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი, რომლის ავტორიც აშშ-ში მოღვაწე ქართველი ხელოვანი დავით დათუნაა,  400 ათას ევროდ გაიყიდა.

ნამუშევარი "ყველაფრისმხედველი ვ"  ჰელსინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ეძღვენება და რუსმა  ბიზნესმენმა შეიძინა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.

როგორც მხატვარმა აღნიშნა, პორტრეტი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შეუკვეთეს.

"20 წელია, რაც  რუსეთში არ ვყოფილვარ. ყველაფერი ძალიან შეიცვალა. არა მხოლოდ სტადიონი, ქუჩები, არამედ ხალხიც. პორტრეტი დახატვა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შემიკვეთეს. უნდა დამეხატა პუტინი,როგორსაც მე ვხედავდი და აღვიქვამდი ისე უნდა დამეხატა ვლადიმერ პუტინი. შეხვედრაზე, სწორედ ასეთი “ყველაფრისმხედველი” პუტინი დავინახე, რადგან ყოფნა თითქმის ყველგან იგრძნობა და სწორედ ეს განცდა მინდოდა აღბეჭდილიყო ჩემს ნამუშევარში”.

აღსანიშნავია ისიც რომ, ეს მხატვრის პირველი ნამუშევარი არ არის, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ფიგურირებს. მას ეკუთვნის ასევე ცნობილი ინსტალაცია, "პუტინი - მონა ლიზა".