თურქებს ცხადად ვუთხარით, რომ „ეს-400“-ის ამოქმედება მიუღებელია- მაიკ პომპეო

თურქებს ცხადად ვუთხარით, რომ „ეს-400“-ის ამოქმედება მიუღებელია- მაიკ პომპეო

აშშ- სურს, რომ თურქეთმა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემაეს-400“ არ აამოქმედოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, შესაძლოა იყოს სანქციები, მაგრამ ვაშინგტონის ამოცანაა, სისტემა არ ამოქმედდეს.

სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით თურქებს თვეების განმავლობაში. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს უბრალოდ შეუთავსებელიაეფ-35“-თან. ჩვენ თურქებს ცხადად ვუთხარით, რომეს-400“-ის ამოქმედება მიუღებელია“, – განაცხადა პომპეომბლუმბერგ“-თან ინტერვიუში.

თურქული გამოცემაანადოლუ“- ინფორმაციით, 23 ივლისს თეთრ სახლში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელ სენატორებს უთხრა, რომ თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს არ ემხრობა.

რუსეთმა თურქეთშიეს-400“-ის განთავსების პირველი ეტაპი დაასრულა.