მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41.23 პროცენტი შეადგინა

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41.23 პროცენტი შეადგინა

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 20:00 საათისთვის დაიხურა. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.23 პროცენტი შეადგინა, ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევანი 18 105 მოქალაქემ გააკეთა. აღნიშნული მაჩვენებელი პირველი ტურის შედეგს თითქმის შვიდი პროცენტით აჭარბებს.

პირველი ტურის დროს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 34.27 პროცენტმა