უკაცრავად, მაგრამ ზომები იცოდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ - ვასილ მშვენიერაძე

უკაცრავად, მაგრამ ზომები იცოდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ - ვასილ მშვენიერაძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

მისი თქმით, რადგან  იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, ამით შრომითი უფლებები ირღვევა.

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ ადამიანს ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე.

„უკაცრავად, მაგრამ ზომები იცოდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.

ანა დოლიძის კრიტიკის საპასუხოდ, საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ, ვინაიდან იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს, როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირი, შუამდგომლობას წარუდგენს იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატი განსაზღვროს საბჭოს აპარატის თანამშრომლებისა და იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრები სააპელაციო სასამართლოს საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძეს უსმენენ. მის შემდეგ კი, საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა უპასუხებს.