გურიაში ავარიის შედეგად 5 წლის ბიჭი დაშავდა

გურიაში ავარიის შედეგად 5 წლის ბიჭი დაშავდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის ოზურგეთიდან ქუთაისში მრავლობითი მოტეხილობით რეანომობილით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძამ  ძმისშვილები ტრაქტორით სასეირნოდ წაიყვანა და უბედური შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა.

„ძიმითის თემში შედის სოფელი კოხა და სწორედ იქ მოხდა ეს უბედურება. გვარჯალაძეების  ოჯახია. ძმები ცხოვრობენ ერთად და უცოლო ბიძამ გადაწყვიტა ძმისშვილების გასეირნება, სავარაუდოდ მდინარე სუფსაზე მიჰყავდა ბავშვები, რა დროსაც ტრაქტორს საბურავი მოძვრა და გადაბრუნდა. ამ დროს ერთ-ერთი, 5 წლის ბავშვი ტრაქტორიდან გადმოვარდა და ძალიან მძიმედ დაშავდა“, - განაცხადა დაშავებულის ოჯახის ახლობელმა.

ტრაქტორში მსხდომ სხვა პირებს, რომელთა შორის კიდევ ორი ბავშვი იყო, დაზიანებები არ აღენიშნებათ.