ზელენსკიზე გადაღებული ვიდეორგოლის ავტორს 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება

ზელენსკიზე გადაღებული ვიდეორგოლის ავტორს 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება

უკრაინის პოლიციამ ვლადიმერ ზელენსკიზე გადაღებული პროვოკაციული ვიდეორგოლის ავტორის ვინაობა დაადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალური კლიპის ავტორს 5 წლამდე თავისუფლების შეზღუდვა ან ამავე ვადით თავისუფლების აღვეთა ემუქრება. 

როგორც Telegram-არხი «Команда Зеленского» იუწყება, გამოძიებამ ამ საქმეზე უკვე შეაგროვა ყველა საჭირო ინფორმაცია.  

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიზე გადაღებული ვიდეო-რგოლი პოროშენკოსთან დაკავშირებულ Telegram-არხზე გამოქვეყნდა. კლიპში უკრაინის პრეზიდნეტს სატვირთო ავტომობილი ეჯახება, „ავარიის“ შემდეგ კი ეკრანზე ჩნდება წარწერა - „ყველას თავისი გზა აქვს“. 

 ვიდეო სოციალურ ქსელში უკრაინის სარეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, 10 აპრილს გამოჩნდა.

https://zachem.com.ua/news/15989-policiya-nashla-avtora-rolika-v-kotorom-gruzovik-sbivaet-zelenskogo.html