„აქციაზე 5 000 პოლიციელი იმყოფებოდა“ - შსს

„აქციაზე 5 000 პოლიციელი იმყოფებოდა“ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 20-21 ივნისს აქციის დაშლისას რუსთაველის გამზირზე 15 ათასი პოლიციელი იმყოფებოდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აქციაზე 5 000 პოლიციელი იმყოფებოდა, რაც დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული იყო.

„გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. მონაწილეობდა დაახლოებით 5 000 პოლიციელი, რაც ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი და დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული“, – განაცხადეს შსს-ში.