„კაცობრიობას არსებობისთვის 50 წელზე ნაკლები დარჩა-თუმცა, ბოლო აპოკალიფსისი არ ვიცი რა სახის იქნება

„კაცობრიობას არსებობისთვის 50 წელზე ნაკლები დარჩა-თუმცა, ბოლო აპოკალიფსისი არ ვიცი რა სახის იქნება

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკიოსი ვიაჩესლავ ივანოვი -სამყაროს აღსასრულის შესახებ…(ამონარიდი ინტერვიუდან)

სახელოვანი რუსი მეცნიერი,ვიაჩესლავ ვსევოლოდის ძე ივანოვი მეტად საინტერესო ადამიანი იყი. იგი ორიგინალური აზროვნებითა და ხედვით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ასეთი მასშტაბის ადამიანის დამოკიდებულება სამყაროში მიმდინარე პროცესებთან.

-როგორ აღწერდით თქვენ დამოკიდებულებას ღმერთთან?

-ღმერთს აღვიქვამ,როგორც უმაღლესი საწყისის პირობით გამოხატულებას,რომლმაც ხელი შეუწყო ბიოლოგიური ევოლუციის ორგანიზებას. მას ვერ მივაწერ ადამიანის პირდაპირ შექმნას,მაგრამ იმ ფენომენმა,რასაც ღმერთს უწოდებენ მოახდინა მთელი სამყაროს განვითარება  და ეს იმგვარი ევოლუციური გზით მოხდა,რომ საბოლოო ანგარიშით ჩვენ გავჩენილიყავით. იბადება კანონზიმიერი კითხვა ,არსებობს თუ არა უკუკავშირიც? თუკი  მივმართავ ღმერთს ,უნდა ვიქონიო პასუხის იმედი? ამ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გააჩნია,თუმცა არსებობს მრავალი ჰიპოთეზა. ჩემი ჰიპოთეზა კი იმაში მდგომარეობს,რომ უმაღლესი გონის მიერ არ გამოირიცხება გარკვეული მიზანმიმართული ზემოქმედება ცალკეულ ადამიანებზე.ვფიქრობ ეს სავსებით დასაშვებია.

 იბადება კითხვა,წარმოადგენს თუ არა ინტერესს ასეთი რამ თავად უმაღლესი საწყისისთვის? ვფიქრობ,რომ ეინშტეინს მიეწოდებოდა გარკვეული ინფორმაცია სამყაროს აგებულებაზე-სხვაგვარად გაძნელდება ფარდობითობის თეორიის შექმნის ახსნა. გაურკვეველია, სურდა ინფორმაციის წყაროს ,რომ ეინშტეინს ის შეექმნა. ვთქვათ,როდესაც  ეინშტეინმა წერილობითი ფორმით მიმართა შტატების პრეზიდენტს,რის გამოც მოხდა ატომური ბომბის აფეთქება,საეჭვოა ესქმედება ღმერთის მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი.

აი,ფარდობითობის თეორიის შექმნა კი ჩემი აზრით სწორედაც,რომ კონტროლდებოდა. ადამიანური თავისუფლების ხარისხი საკმაოდ მაღალია უკუკავშირის არქონის მიზეზით. მართალია,ლოცვა,რომელიც უფლის მიმართ აღევლინება ვერ თავსდება ჩემ ჰიპოთეზაში.მე სრულიადაც არ გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას,რომ არსებობს ზეგანვითარებული ცივილიზაცია,რომელიც ჩვენგან სავსებით განსხვავებულადაა მოწყობილი.

 სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის ენაზე, რომ ვთქვათ,ეს ცივილიზაცია არსებობს სხვა სამყაროში. თანამედროვე ფიზიკის თანახმად კი სამყარო არაერთია-ანუ მრავალია.. ამ ცივილიზაციას შეეძლო ბიოლოგიური ევოლუციის  ორგანიზება ჩვენ სამყაროში. მაგრამ იმისი ვარაუდი, რომ ამ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას თითოეული ჩვენთაგანი აინტერესებს,გადაჭარბებად მეჩვენება. აი მე,ბავშვობიდანვე მაინტერესებს ჭიანჭველები,ისინი ჩვენ ძალიან გვგვანან! მათი ზოგიერთი მიღწევა მატერიალური კულტურის სფეროში ჩვენსას აღემატება. მათ სახეობათა მიხედვით უფრო მეტი შინაური ცხოველი ყავთ ვიდრე ჩვენ. ჭიანჭველათა ბუდეები ჩვენ ქალაქებზე უფრო გონივრულადაა აგებული.მათ მეტად ხანგრძლივი ევოლუცია აქვთ გამოვლილი. ჩვენ ხომ ნაკლებად ვინტერესდებით ჭიანჭველებით,ფუტკრებით ან ტერმიტებით,რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ როგორც საერთოდ სხვა ცივილიზაცია .მაშ რატომ უნდა ვიფიქროთ,რომ ჩვენზე აღმატებული არსებები ჩვენით ინტერესდებიან? აღარაფერს ვიტყვი  ამ ზეგონის უმთავრეს არსებებზე .თუმცა ზეგონი უდაოდ პატივისცემის ღირსია.

 -  თქვენთვის ამ უმაღლეს საწყისს რაიმე შთაუგონებია?

 -  სიცოცხლის მანძილზე   იყო რამოდენიმე ამგვარი შემთხვევა, ოღონდ იშვიათად.

შესაძლებელია,რომ გაგვიზიაროთ ?

-მივიჩნევ ,რომ ეს ხდება სტატისტიკურად. სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ყველა თაობის მრავალი ადამიანი  იღებს გარკვეულ ინფორმაციას,თუმცა ადრესატამდე მიზერული რაოდენობა აღწევს. ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ ეს ეზმანათ,მოეჩვენათ,ზოგი მათგანი უბრალოდ უკუაგდებს,ზოგი კი მიიჩნევს,რომ თავად მოისაზრეს.ბოლო 30 წელია პირადად მე მაღელვებს კაცობრიობის დაღუპვის ალბათობა. პიატიგორსკისთან ვერ მოვასწარით ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვა,თუმცა იგი ჩემზე მეტად უფრო მოპტიმისტურად იყო განწყობილი. მე საკმაოდ ხშირად და აბსოლუტურად რეალურად ვხედავ ამგვარ საფრთხეს,თუმცა არ ვიცი რა სახის იქნება ბოლო, აპოკალიფსისი. შესაძლოა მე ამას არც უნდა ვხედავდე ,მაგრამ  შემიძლია თვალი მივადევნო პროცესის განვითარებას,რომელიღაც მანძილზე დასადგურებულია სასშინელი საფრთხე.

   -საიდან მომდინარეობს ეს საფრთხე?

 -სხვადასხვა წყაროებიდან,ოღონდ ერთობლივად. ბიოლოგიური და გეოლოგიური მონაცემებით დედამიწაზე კოსმოსური ზემოქმედება დაახლოვებით ხუთჯერ მოხდა.ეს მეცნიერებამ მაცნობა.ბოლო ზემოქმედებისას დინოზავრები განადგურდნენ. ყოველ ჯერზე,ბიოლოგიური ევოლუციის განმავლობაში ნადგურდებოდა არსებული სიცოცხლის დაახლოვებით ოთხმოცდაათი პროცენტი,ხოლო დანარჩენი მოძრაობას სხვა მიმართულებით აგრძელებს. დინოზავრების განადგურების შემდგომ განვითარება უფრო დიდი ხვლიკების გეზით არ წასულა,მაგრამ  ცალკეული შედეგის სახით გაჩნდნენ პრიმატები,შემდგომ კი ადამიანები. ადამიანის წარმოშობა გასაოცარია.ამ თვალსაზრისით ვერ დავეთანხმები მათ ვინც მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთსაპირისპირო ხასიათზე საუბრობს.

სინამდვილეში,მეცნიერება არ ფლობს არანაირ ობიექტურ მონაცემს,რაც ადამიანის გაჩენას უკავშირდება.თანამედროვე გენეტიკა არაფერს იძლევა.მე საკმაოდ ინტენსიურად ვარ ამ საკითხით დაკავებული,თუმცა ნათელი არაფერია.რაც შეეხება საფრთხეს-კოსმოსიდან ზემოქმედება ერთ-ერთია,თუნდაც მეტეორების სახით. ჩვენი პლანეტისთვის შესაძლებელია სხვადასხვა სახის უსიამოვნებანი ,რომელთაგან ატომური ომი ყველაზე მეტად უბრალოა.რეალურად რამოდენიმე ჩერნობილსაც იგივე შედეგი ექნებოდა. არც სხვა რამის,მაგალითად შიმშილის გამორიცხვა შეიძლება,ის უკვე მძვინვარებს აფრიკაში.

მე მონაწილეობას ვიღებ ერთ-ერთ ჯგუფში,სადაც ვიყავით გაეროს ექსპერტები 1994 წელს. მუშაობს მრავალი ჯგუფი,რომლებიც ცდილობენ ალტერნატივის შემუშავებას ბირთვული მოწამვლის შემცირების თვალსაზრისით,ასევე საყოველთაო შიმშილის კუთხით.მუშაობენ მოსახლეობის ზრდისა და ენერგო რესურსების მილევის პრობლემებზეც.სამოციან წლებში, „რომის კლუბმაცარსებითად იგუივე ფორმულირება მოახდინა.კაპიცა ძალიან ღელავდა ამის თაობაზე,რომელსაც მხოლოდ სტატიის გამოქვეყნების ნება დართო ხელისუფლებამ. ახლა იტალიელები გაოცებულები არიან იმის გამო,რომ  „რომის კლუბსსერიოზულად არ უყურებდნენ. ისინი ინფორმაციას გარე წყაროებიდან არ იღებდნენ, მათ უბრალოდ კომპიუტერის მეოხებით გამოთვალეს ისტორიის დასასრული. აი ,რა მაღელვებს: საბოლოო ჯამში  ვერ მოვახერხებთ დაგროვილი ინფორმაციის გადაცემას. ამ თვალსაზრისით,ჩვენი კომპიუტერული ცივილიზაცია საშინელია.თუკი ელექტრო ენერგიის წყაროების მილევა მოხდება, კომპიუტერული ინფორმაციის მეტი წილი დაიღუპება. ჩვენი ცივილიზაცია მთელი ისტორიის მანზილზე ყველაზე მყიფეა-პირამიდების, გამომწვარი თიხისა და წარწერებიანი ქვების გარეშე... მაშ რაღა რჩება,მხოლოდ საფლავის ლოდები?...

  -მახსენდება საუბარი მათემატიკოს მიშა გრომოვთან. მან თქვა,რომ: „ხომ ხვდებით,რომ კაცობრიობას დაახლოვებით 50 წელიღა დარჩა?“

 - ოჰ,ეს ოპტიმიზმია. ვფიქრობ,რომ ბევრად ნაკლები.

 -მე მას ვკითხე-„ ხედავთ რაიმე სახის გამოსავალს? “ მან მიპასუხა,რომ არის ერთი მცირეოდენი შესაძლებლობა,თუკი კაცობრიობა სასარგებლოდან საინტერესოზე გადაერთვება.

-აი რა მაფრთხობს. არსებობს ალბათობა,რომ პლანეტის მოსახლეობის მცირეოდენი ნაწილი შეძლებს თავის გადარჩენას. თუკი ის საბოოლოოდ არ იქნა დამახინჯებული და დასხივებული იქნებ მოხერხდეს კაცობრიობის აღდგენა-აღორძინება გარკვეული თვალსაზრისით. მიმაჩნია,რომ ასეთი რამ უკვე  არაერთხელაა მომხდარი კაცობრიობის თავს. ახლა გროვდება მონაცემები და ყველაფერი იმაზე მეტყველებს,რომ იყო  მიმართულების ცვლილების მრავალგზისი მცდელობა. უხეშად,რომ ვთქვათ,აუცილებელია იმ ტიპის საზოგადოების შეცვლა,რომელიც ორიენტირებულია ენერგიაზე(უკიდურესი ფორმა თანამედროვე რუსული საზოგადოებაა,რომელიც ოდენ ნავთობისა და გაზის ხარჯზე ცხოვრობს), ინფორმაციული საზოგადოების სასარგებლოდ. რამდენადაც რეალური ინფორმაცია საფრთხეებს ეხება,ეს ნიშნავს ,რომ დავიწყებთ ფიქრს საფრთხეებზე და მოვახდენთ მასზე რეაგირებას. ამას კი დრო ჭირდება. ტექნიკური განვითარების ტემპები დიდად უსწრებს ორგანიზაციული განვითარების ტემპებს.

-თქვენ ხედავთ აზრს, რომ კაცობრიობამ განაგრძოს თავისი არსებობა?

-ვხედავ! კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა,რომ განვითარდეს და რაღაც გარკვეულ ნიშნულს მიაღწიოს,თუკი უმაქნისი წვრილმანებიდან სერიოზულ საკითხებზე გადაერთვება.

-გამოდის,რომ კაცობრიულ არსებობა-განვითარებას აქვს გარკვეული მიზანი? გარდა გამრავლებისა და სიკვდილისა? მაშ რისთვისაა ეს ყოველივე?

-სამყარო,როგორც ამას ფიზიკა ადასტურებს(ფიზიკა და არა რელიგია)იმდაგვარად შეიქმნა,რომ გაჩენილიყო ადამიანის არსებობის შესაძლებლობა. ეს ანთროპული პრინციპია. თუკი ეს მართლაც ასეა მებადება კითხვა: რაში ირდება სამყაროს ადამიანი? ვფიქრობ,რომ ადამიანი აუცილებელია სამყაროზე დაკვირვებისთვის. თუკი ჩვენ ან სხვა გონიერი არსებები არ იქნებოდნენ,სამყარო მეტად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის გარეშე დარჩებოდა. სამყაროს ესაჭიროვება,რომ გარკვეულწილად აღქმადი იყოს. უინტერესოა როდესაც უთვალავი ელემენტარული ნაწილაკი ურთიერთმოქმედებს, ეს მოსაწყენია! ადამიანს კი შეუძლია იყნოსოს, აღიქვას. ესაა ჩვენი შესაძლებლობები,რასაც მცირეოდენ თუ ვიყენებთ! თუმცაღა ეს ფილოსოფიის, პოეზიის საფუძველია..

-შეგიძლიათ გვითხრათ თუ რით ღირს, რომ დავკავდეთ?

-გამაოგნა იმის გაგებამ,რომ ზოგიერთი ხალხი უმთავრეს პროფესიად პოეტობას მიიჩნევდა. მშვენიერების აღქმა შესაძლოა კულტურის განვითარების უმთავრეს მიზნად იქცეს. დოსტოევსკისებურად თუ ვიტყვითმშვენიერება გადაარჩენს სამყაროს“.სილამაზის აღქმა,ჰარმონიის წვდომა ადამიანის უნიკალური თვისებებია. არა მხოლოდ ცნობიერება,არამედ ფსიქიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც იმგვარადაა მოწყობილი,რომ ხელეწიფება სტრუქტურის,სიმეტრიის,ჰარმონიის წვდომა. ამიტომაა,რომ ტვინის ერთი ნაწილი ორიენტირებულია ენაზე,მეორე კიმუსიკასა და მხატვრობაზე. ვთვლი,რომ ეს არა მხოლოდ წარსულის კვალი არამედ მომავლის იმედიცაა.

-ანუ ღირს გენიალური მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა?

-გენიალური პოეზიისაც, გენიალური მხატვრული ტილოებისაც. ჩვენი უძველესი წინაპრები გამოქვაბულების მოხატვითაც იყვნენ დაკავებულნი. ეს ალბათ უბედნიერესი ეპოქა იყო. უდიდეს სამომავლო ამოცანად სამყაროს მთელი სისავსით აღქმა მესახება. ჩვენ არ ვიცით გვყვანან თუ არა სამყაროში კონკურენტები. თუკი ისინი არ არსებობენ ,ვიმედოვნებ,რომ უზენაესი საწყისი გადაგვარჩენს,შემოგვინახავს. თუ სხვანიც არსებობენ,დასაშვებია კონკურეციაც, სადაც წარუმატებლობამ შესაძლოა წერტილი დაუსვას კაცობრიულ არსებობას..

- რაა ის უმთავრესი რასაც ჩაწვდით სიცოცხლეში?

-მივხვდი სხვა ადამიანთა მნისვნელობას. მივხვდი,რომ სხვანი უფრო მეტს ნიშნავენ ვიდრე შენ თავად. სიცოცხლეც ისე უნდა წარვმართოთ სხვა ადამიანებისთვის ვიცოცხლოთ და არა საკუთარი თავისთვის..

 

პუბლიკაცია   მოამზადა ზურა ქელეხსაშვილმა.

წყარო:https://philologist.livejournal.com/10574405.html?utm_source=fbsharing&utm_medium=social&fbclid=IwAR1fwvYi_ZdA9szPrPSwbXyQ6bYQ6ZIoX4sENWyuB6aHAvE9oPFFJS7Bl_M