პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა

პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. ჩვილთა 59-ე საყოველთაო ნათლობა ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ისინი კათოლიკოს-პატრიარქმა პირადად დალოცა. საყოველთაო ნათლობის იდეა ილია მეორეს ეკუთვნის. მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

უწმინდესი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს თავად ნათლავს. პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წელს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.