საქართველოს აეროპორტებში 6 თვის განმავლობაში მგზავრთა ნაკადი 18%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში 6 თვის განმავლობაში მგზავრთა ნაკადი 18%-ით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის ექვს თვეში 1 870 082 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით (195 024 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 247 391 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 30.01%-ით (57 112 მგზავრით) მეტია 2018 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი – 130 060 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც 851 მგზავრით, შესაბამისად 32.41%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო, რაც 187 მგზავრით მეტია (45.38%) ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.