ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვეში 224 ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვეში 224 ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2019 წლის პირველ 6 თვეში 224 ადამიანი დაიღუპა. 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წლის პირველ ორ კვარტალში სულ 2729 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა; მათ შორის 93 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წლის პირველ ნახევარში 3708 ადამიანი დაზარალდა.