ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა

ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წლის ბოლოსთვის ქონდათ მოლოდინი, რომ საქართველოში შემოვიდოდა 1 მილიონ 700 ათასამდე რუსი ტურისტი. ექვსი თვის მონაცემით, საქართველოში 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე უკვე შემოვიდა.  

მისივე თქმით, რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვების შედეგად, ტურიზმის სექტორი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.

„ადამიანები, რომლებიც გამოდიან, ფსევდოექსპერტიზმს ვეძახით ამას და საუბრობენ, რომ შესაძლებელია, მცირედი ზიანი მიადგეს ტურიზმის სექტორს, ბუნებრივია, ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა. სამწუხარო რეალობაა, რომ აღნიშნული სანქციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. 2019 წლის ბოლოს გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში შემოვიდოდა 1 მილიონ 700 ათასამდე რუსი ტურისტი. ექვსი თვის მონაცემით, საქართველოში 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე უკვე შემოვიდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს მილიონი ტურისტის საკითხი, რომელიც ეკონომიკურად ითარგმნება, როგორც 2 მილიარდი ლარი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.